ფესტივალის შესახებ

2010 წლის 27 ნოემბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში უდავოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

ამ დღეს, ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის ეოკ-თან ერთად ბუნებრივია საქართველოც მონაწილეობდა. თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასამბლეაზე ევროპის ოლიმპიურ ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ ორი კანდიდატიდან რომელი ქალაქისთვის მიენიჭებინა 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება.

ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა (26-21), რაც ჩვენი ქვეყნის სპორტისთვის მართლაც ახალი ეტაპის საწყისია. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგფრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. ევროპულ სტანდარტებზე მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდება ოლიმპიური სოფელი.

ივლისი 2015
3800 მონაწილე
50 ქვეყანა
ასაკი 14-18
9 სპორტი

სპორტის სახეობები

  • ძიუდო
  • ჩოგბურთი
  • სპორტული ტანვარჯიში
  • ველოსპორტი
  • მძლეოსნობა
  • ცურვა
  • ფრენბურთი
  • ხელბურთი 
  • კალათბურთი