სამედიცინო მომსახურება

Information

სამედიცინო მომსახურება

მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრები, იმუშავებენ ოლიმპიურ სოფელში და ყველა სპორტულ ობიექტზე, რომლებიც პირველად და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ აკრედიტებულ პერსონალს. გარდა ამისა, ფესტივალის განმავლობაში სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება ვრცელდება მაყურებლებზეც, მხოლოდ შეჯიბრებების და გახსნა–დახურვის ცერემონიის ჩატარების ადგილებში და დროში.    აღნიშნული  პარტნიორი საავადმყოფოები და მათი სასწრაფო დახმარების გუნდი, იქნებიან აღჭურვილი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომ უზრუნველყონ სპორტსმენები   და ოფიციალები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.

NOC ზოგადი სამედიცინო გასასინჯი კაბინეტი ოლიმპიურ სოფელში.

საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს NOC_ის ყველა სამედიცინო წევრს ზოგადი სამედიცინო გასასინჯი კაბინეტით ოლიმპიურ სოფელში (49 სამედიცინო კაბინეტი საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზე). ყველა სამედიცინო გასასინჯ კაბინეტი იქნება აღჭურვილი საჭირო ფუნქციონალური ავეჯით (მაგიდა, სკამი, მედიკამენტების შესანახი კარადა, სამედიცინო გასასინჯი მაგიდა და ა.შ.).  

ოლიმპიური სოფლის პოლიკლინიკა

ოლიმპიური სოფლის პოლიკლინიკა უზრუნველყოფს ამბულატორიულ მომსახურებას აკრედიტებული პერსონალისათვის ოლიმპიურ სოფელში. რაც მოიცავს ისეთ სამედიცინო სერვისებს, როგორიცაა შინაგანი მედიცინა, სპორტული მედიცინა, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ფიზიოთერაპია, გარკვეული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები და სხვა.

პაციენტებს, რომელთაც პოლიკლინიკის ექიმების გადაწყვეტილებით  ესაჭიროებათ  ექსპერტის შემდგომი კონსულტაციები, გამოკვლევები ან სტაციონარული მკურნალობა, გადაყვანილი იქნებიან  წინასწარ განსაზღვრულ საავადმყოფოებში.

ოლიმპიური სოფლის პოლიკლინიკა იმუშავებს 8:00 დან 22:00–მდე, ყოველ დღე. დამატებით ხელმისაწვდომი იქნება 24 საათიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება ოლიმპიურ სოფელში მცხოვრები აკრედიტებული პირებისთვის.

სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პუნქტები შეჯიბრების ადგილზე

შეჯიბრების ყველა ადგილზე იფუნქციონირებს სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პუნქტები. საერთო ჯამში,  მოწყობილი იქნება 11 სამედიცინო  პუნქტი,   წარმოდგენილი მინიმუმ 1 ექიმით და 1 სამედიცინო  დამხმარე პერსონალით ყველა პუნქტზე,  გარდა ველოსპორტისა და ძიუდოსი (2 ექიმი და 2 სამედიცინო დამხმარე თითო პუნქტზე). ეს ხელს შეუწყობს აკრედიტირებულ პირებისთვის ადგილზე სამედიცინო მომსახურებას.

ადგილზე მკურნალობის შემდეგ, თუ ადგილობრივი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, პაციენტი გადაყვანილი იქნება აღნიშნულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მიერ. სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ობიექტები უზრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურებას შეჯიბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე მანამ, სანამ ყველა სპორტსმენი არ დატოვებს შეჯიბრების ადგილს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუდმივ მზადყოფნაში იქნება ყველა ობიექტთან  (სავარჯიშო ობიექტებზე, საშეჯიბრო ობიექტებზე, გახსნა/დახურვის ცერემონიაზე და ათლეტების სოფელში). სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების სადგომი იქნება ობიექტებთან ახლოს, რომლებიც დაშავებულს ადგილზე გაუწევენ გადაუდებელ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ აღნიშნულ საავადმყოფოებში.

ოლიმპიურ სოფელში აკრედიტებული პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით. წრთვნების, შეჯიბრების და გახსნა–დახურვის ცერემონიების ობიექტებთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ერთი საათით ადრე და წვრთნებისა და შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში აკრედირებული პერსონალისა და მაყურებლებისათვის.

საბოლოო ჯამში 11 სასწრაფო დახმარების მანქანა 33-ზე მეტი გუნდის წევრით უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას. 

წინასწარ განგუთვნილი საავადმყოფოების ქსელი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს  გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება წინასწარ აღნიშნულ საავადმყოფოებში. პაციენტების გადაყვანა აღნიშნულ საავადმყოფოებში მოხდება წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით. ჯამში  3 საავადმყოფო უზრუნველყოფს სტაციონარულ მომსახურებას. მანძილი  ობიექტებიდან აღნიშნულ  საავადმყოფომდე  იქნება არაუმეტეს 5 კილომეტრისა და ტრანსპორტირების დრო არ გადააჭარბებს 10 წუთს.

დამატებითი სერვისები უზრუნველყოფილი სამედიცინო დეპარტამენტის მიერ

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებები, როგორიცაა ინფექციური დაავადებების მონიტორინგი, არამწეველთა პოლიტიკის გატარება და საგანგებო სიტუაციებში სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება და ყბა სახის გადაუდებელი ქირურგია ასევე წინასწარ განსაზღვრულ სტომატოლოგიურ კლინიკაში.
  • სოფელში სპორტსმენებისთვის განკუთვნილი საიზოლაციო ოთახები  ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
  • საკვების, ჰაერის და წყლის ხარისხის მონიტორინგი
  • ავადობის და დაზიანების კვლევის ორგანიზება
  • ამინდის უეცარი ცვალებადობის შემთხვევაში შეტყობინების სერვისი NOC–ისთვის.