ოლიმპიური ცეცხლი

Information

თბილისი 2015-ის ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და გადმოცემის ცერემონილი

ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის სიმბოლოა, საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აინთო. ანთების ცერემონია პანათენაიკოსის სტადიონზე მოხდა. ცეცხლი სპეციალური საზეიმო რიტუალის შედაგად მთავარმა ქურუმმა კატერინნა ლეჰაუმ აანთო. მან ლოცვით შესთხოვა მზის ღმერთს აპოლონს თბილისი 2015-ის ჩირაღდნის ასანთებად ძლიერი მზის სხივები გამოეგზავნა.

კატერინა ლეჰაუმ მზის სხივით აანთო ოლიმპიური ცეცხლი და ის გადასცა ბერძნენ ჭოკით მხტომელს ემანოილ კარალისს, რომელმაც ესტაფეტა გადასცა ქართველ სპორტსმენს, პირველ მეჩირაღდნეს ლაშა შავდათუაშვილს. ლაშა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია ჯიუდოში. 2013 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ასევე, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მატარებელია. მან ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გადასცა მეორე ქართველ მეჩირაღდნეს მარიამ ბოლქვაძეს, რომელიც უტრეხტში გამართული ოლიმპიური ფესტივალის მესამე ადგილის მატარებელია ჩოგბურთში.

ცერემონიის დასასრულის საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტს პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი უსაფრთხოების ლამპით გადასცა თბილისი 2015-ის თავჯდომარეს ალექსი ახვლედიანს. თბილისი 2015 ორგანიზატორებისთვის დიდი პატივი იყო საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის მოწვევა და ცერემონია.

ათენში ოლიმპიური ცეცხლის ანთების და გადაცემის ცერემონიალს საბერძნეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები, სპორტსმენების, საზოგადო მოღვაწეები და თბილისი 2015-ის სპონსორები დაესწრნენ.

იმავე დღეს ცეცხლი ავიაკომპანია აირზენას სპეციალური ჩარტერული რეისით ბათუმში ჩაბრძანდა. ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსუდან სიხარულიძემ პირველმა მიიღო ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე და მაშტაბური ესტაფეტამაც სტარტი აიღო. 2 თვის განმავლობაში ცეცხლი მოივლის 67 მუნიციპალიტეტს, რომელშივ 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.

ცეცხლის ანთების ცერემონიალი ათენში 26 მაისს

ცეცხლის დახვედრის ცერემონიალი ბათუმში

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა რეგიონებში