ახალი ამბები

იანეზ კოსიანჩიჩის სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე

01.08.2015
იანეზ კოსიანჩიჩის  სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო,

თქვენ საქმით დაამტკიცეთ, რომ თითოეული თქვენგანი უდავოდ დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა. ბრწინვალე ტალანტთან ერთად, სამართლიანი თამაშის, მეგობრობისა და პატივისცემის გრძნობა გვაჩვენეთ.

თბილისს ახალი ენერგია შესძინეთ, ის ენერგია, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდობას გააჩნია და ექვსი დღის განმავლობაში გამორჩეულად კარგი შეჯიბრი, სიხარული და მეგობრობა გვანახეთ, რამაც ევროპის მე–13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ისეთი ხიბლი შეძინა, რაც წლების განმავლობაში გვემახსოვრება და დიდი რუდუნებით გავუფრთხილდებით.

ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, დღევანდელი დღის საზეიმო ღონისძიებებით თბილისის ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 

ამ ფესტივალის ათლეტები, თქვენი ოლიმპიური კარიერის დასაწყისში ხართ. გაუფრთხილდით ამ გამოცდილებას და ეს გამოცდილება ტრამპლინად გამოიყენეთ მომავალში  მეტი სიმაღლეების დასაპყრობად. თქვენ არაჩვეულებროივად გამოხვედით და ეჭვს გარეშეა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზებთ. თქვენ თქვენი ქვეყნების დიდი იმედი ხართ.  

დახურვისას, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას  და მის პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის, სპორტის მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიასა და მუნუციპალურ სამსახურებს, რომლებმაც მთელი ფესტივალის განმავლობაში ბრწყინვალედ გვიმასპიბძლეს. ნება მიბოძეთ ასევე, მადლობა გადავუხადო საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და მის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, ალექსი ახვლედიანის თავმჯდომარეობით არსებულ საორგანიზაციო კომიტეტის არაჩვეულებრივ წევრებსა და მოხალისსებს. ვერცერთი თამაში ვერ იქნება წარმატებული მოხალისეების გარეშე. ამ თამაშების მსვლელობისას, მოხლაისეებმა მართლაც რომ შესაშურად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები. ყველა თქვეგნამა ჭეშმარიტად ოლიმპიური სულისკვეთება გვაჩვენეთ, რაც ასეთი ლეგენდარული ღონისძიების ჩატარებისას, თქვენს მიერ  გამოვლენილ ენერგიასა და დინამიზმში აისახა. გთხოვთ, შევეგებოთ მათ მქუხარე ტაშით.

ახლა კი „ევროპის მე–13 ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალს დახურულად ვაცხადებ. მოვუწოდებ ევროპელ ახალგაზრდობას, რომ ორი წლის შემდეგ შეიკრიბოს უნგრეთის ქალაქ გიორში, ევროპის      მე–14 ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად.“

01.08.2015
ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება
01.08.2015
თბილისი 2015-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი ოლიმპიურ სოფელში
01.08.2015
იანეზ კოსიანჩიჩის სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე
01.08.2015
ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები
01.08.2015
ბოსიო-პერინის იტალური დუეტი ჩემპიონი გახდა